🔵ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან და მერიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან ლევან სონგულიასთან ერთად გაეცნო. ფოთში ავტოპარკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკი არსებულ ტრანსპორტთან ერთად, იმ ათ ახალ ავტობუსს მოემსახურება, რომელსაც ქალაქი “საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში მიიღებს. სამუშაოების ღირებულება 999 487 ლარს შეადგენს. ავტოპარკის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “იმედი” ასრულებს.
➡️ ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნების და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, საპარკო სკამების, ურნების, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა. პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე – მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს.
➡️პროექტის ღირებულება 1 819 427 ლარს შეადგენს. ფოთის მერი მოადგილესთან ერთად დემეტრე თავდადებულისა და ბერდიანსკის ქუჩებზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო.