სარეაბილიტაციო ქუჩებზე წყალარინების ქსელის სამუშაოების დაჩქარების საკითხი განიხილეს მერიაში „TAHAL GROUP BV” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ „TAHAL GROUP BV” კომპანიის კონტრაქტორის წარმომადგენლებთან ერთად აკაკის, წმ. გიორგისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. კომპანიის წარმომადგენლებს სარეაბილიტაციო ქუჩების ნუსხა გააცნეს და სამუშაოების დასრულების ვადების დაცვა მოთხოვეს.