ფოთში რამდენიმე ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი მუშავდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქალაქში, დამატებით ხუთი ქუჩის პროექტირებაზე დაიწყო მუშაობა. მიმდინარე წელს ფოთში ფალიაშვილის, სააკაძის, ნინოშვილის, გორგასლისა და გამსახურდიას ქუჩები რეაბილიტირდება.
გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივლისის N1247 განკარგულებით იქნა მიღებული.
ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად სარეაბილიტაციო ქუჩებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.