🔵აკაკის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
🔵საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აკაკისა და წმინდა გიორგის ქუჩების და რეკვავას ქუჩის 0,7 კმ. მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 4 996 931 ლარით აფინანსებს.
🔵აკაკის ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია „გზამშენებელი 13“ ახორციელებს.
🔵სამუშაო პროცესს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ.
🔵სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზისა და ტროტუარის კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს.
![აკაკის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/08/117988015_3388882614501124_538335576483744274_o-1.jpg)