🔵აკაკის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
🔵საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აკაკისა და წმინდა გიორგის ქუჩების და რეკვავას ქუჩის 0,7 კმ. მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 4 996 931 ლარით აფინანსებს.
🔵აკაკის ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია „გზამშენებელი 13“ ახორციელებს.
🔵სამუშაო პროცესს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ.
🔵სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზისა და ტროტუარის კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს. ✔️ქალაქ ფოთში დეკორაციული და სხვა კულტურათა სანერგე მეურნეობისთვის ტერიტორია გამოიყო. უკვე დაირგა პირველი ნერგებიც. ✔️სანერგე მეურნეობა ორიენტირებული იქნება როგორც ენდემური სახეობების, ასევე ინტროდუცენტი და საბაღო ფორმების სარგავი მასალის გამრავლებაზე, როგორც თესლით, ასევე კალმებით და მყნობით. აღნიშნული სანერგის მოწყობა პირველ რიგში ხელს შეუწყობს სპეციალისტებს მაქსიმალურად გამოიყენოს სანერგეში გამოყვანილი და გაზრდილი ადგილობრივ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს კარგად შეგუებული სარგავი მასალა ქალაქის გამწვანებაში. ✔️სანერგეს ტერიტორია გამოიყო საცხენოსნო სკოლის ტერიტორიაზე, რომელიც მოსახერხებელი ტერიტორიაა ქარსაფარი ზოლით და შესაბამისი საკმაო ნოყიერების მქონე ნიადაგით.
🔵აკაკის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
🔵საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აკაკისა და წმინდა გიორგის ქუჩების და რეკვავას ქუჩის 0,7 კმ. მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 4 996 931 ლარით აფინანსებს.
🔵აკაკის ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია „გზამშენებელი 13“ ახორციელებს.
🔵სამუშაო პროცესს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ.
🔵სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზისა და ტროტუარის კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს.