➡️ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს.
➡️სამსახურის მიერ ქალაქში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფებისა და სადარბაზოების, კერძო სახლების, ცხოველთა და ფრინველთა სადგომების დამუშავება უსაფრთხო ინსექტიციდით- “ბაქტიციდით” მიმდინარეობს.
➡️ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდება წყალსატევები და დაჭაობებული ტერიტორიები, სადაც კოღოს გავრცელება მასობრივად აღინიშნება. მწერების წინააღმდეგ ღონისძიების ჩასატარებლად იყენებენ პრეპარატს – ბაქტიციდს , რომელიც უსაფრთხოა როგორც ადამიანების, ცხოველების, თევზებისა და ფუტკრებისთვის, ასევე გარემოსთვის. ჯანდაცის ეროვნული ცენტრი უკვე მეექვსე წელია, ატარებს ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონაში. ქიმიური და ბიოლოგიური წამლობების შედეგად, მცირდება მწერების პოპულაცია და ტრანსმისიური დაავადებების გავრცელება.