მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-15 გეგმიური სხდომა.
✍️საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხები, ძირითადად, მიემართება ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, კერძოდ, ქუჩების რეაბილიტაციისა და სკოლამდელი დაწესებულებების სარემონტო სამუშაოებისათვის.
✍️ აგრეთვე, გაიზარდა დაფინანსება ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობისათვის.
📌საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადისაგან. istanbul escort
📌ასევე, დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდნენ ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგიერთი ფიზიკური და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები.
✅სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი.
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/08/118383746_3617417508271203_5191086557129490131_o-499x333.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/08/118394156_3617417494937871_378598446226307865_o-499x344.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/08/118380307_3617417128271241_8085280450899352464_o-499x333.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/08/118557527_3617416984937922_5098663890324200847_o-499x333.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/08/118557527_3617417174937903_1169626242180892463_o-499x333.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/08/118374179_3617416958271258_5835742180310318581_o-499x355.jpg)