ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
▶️სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლზე, რომლის პროცესს ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან ერთად გაეცნო.
▶️2 000 მეტრიან ზოლზე მოეწყო შიდა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიგო საფეხმავლო და საავტომობილო გზები, აშენდება სავარჯიშო ზონები, საჩრდილობლები, დამონტაჟდება სასმელი წყლის შადრევნები, მიმდინარეობს სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობა. პროექტი კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს.
▶️კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე განხორციელდა ,რომლის ფარგლებში სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება ,შიდა კომუნიკაციების მოწყობა და განათების სისტემის მონტაჟი განხორციელდა.