✔️ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. N4, N5, N 6, N7, N 8 და N 11 საჯარო სკოლებში მოეწყო წყალსადენის ქსელი, სველი წერტილები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, ჩატარდა სანიტარული კვანძების რეაბილიტაცია და სადემონტაჟო სამუშაოები.
✔️ მე- 5 საჯარო კოლაში მიმდინარეობს სახურავის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, რომლის პროცესს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ. 2020 წელს ფოთში სკოლების რეაბილიტაციისთვის 570 000 ლარი იხარჯება.
