საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოთის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.
⏺გახსნის საზეიმო ცერემონიის ფარგლებში ფოთის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე სიმბოლური ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს მოყვარულთა თასის გამარჯვებული ფოთის „ჭაბონამა“ და სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ სფფ-ის გუნდი დაუპირისპირდნენ.
⏺საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე ტექნიკური ცენტრის გახსნაზე შეკრებილ საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა,ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
⏺გამომსვლელებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ფოთელებს ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნა მიულოცეს. karabük escort
⏺პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით, ტრიბუნით, გასახდელებითა და ადმინისტრაციული შენობით. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, UEFA-ს პროგრამა ჰეთ-თრიქისა და FIFA-ს პროგრამა “ფორვარდის” თანდაფანინანსებით განხორციელდა.
⏺საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას სრულიად უფასოდ შეძლებენ ფოთის საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა კლუბები. ტექნიკური ცენტრის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. .