.რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი ფოთის მუნიციპალიტეტში სპექტაკლით – „COVID -19 ანუ შეზღუდვები ქართულად“ დასრულდა.
სპექტაკლი ღია ცის ქვეშ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ფესტივალის დამფუძნებელს, თელავის თეატრის რეჟისორსა და დასს ფესტივალის წარმატებით დახურვა მიულოცა და პროფესიული წინსვლა უსურვა.
რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი 1 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში გაიხსნა. წელს ფესტივალში მონაწილეობდნენ ქართული რეგიონული თეატრალური დასები : დმანისიდან, თელავიდან, გორიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან. kastamonu escort
ფესტივალის ჩატარება ხელს უწყობს რეგიონული თეატრების გააქტიურებას, პროფესიულ ზრდას, ქალაქის კულტურული და ტურისტული ცხოვრების გააქტიურებას.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“ . ფესტივალის მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.




