.⏺რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი ფოთის მუნიციპალიტეტში სპექტაკლით – „COVID -19 ანუ შეზღუდვები ქართულად“ დასრულდა.
⏺სპექტაკლი ღია ცის ქვეშ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.
⏺სპექტაკლის დასრულების შემდეგ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ფესტივალის დამფუძნებელს, თელავის თეატრის რეჟისორსა და დასს ფესტივალის წარმატებით დახურვა მიულოცა და პროფესიული წინსვლა უსურვა.
⏺რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი 1 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში გაიხსნა. წელს ფესტივალში მონაწილეობდნენ ქართული რეგიონული თეატრალური დასები : დმანისიდან, თელავიდან, გორიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან. kastamonu escort
⏺ფესტივალის ჩატარება ხელს უწყობს რეგიონული თეატრების გააქტიურებას, პროფესიულ ზრდას, ქალაქის კულტურული და ტურისტული ცხოვრების გააქტიურებას.
⏺რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“ . ფესტივალის მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.