🎭რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი ფოთის მუნიციპალიტეტში სპექტაკლით – „COVID -19 ანუ შეზღუდვები ქართულად“ დასრულდა.
🔸ფესტივალის დახურვას ესწრებოდნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და ქალაქის მერი გოჩა კურდღელია.
🔸სპექტაკლი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ღია ცის ქვეშ ჩატარდა.
🔸 რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“ . ფესტივალის მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.