ფოთის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია იწყება. ფოთის მერიამ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის ფარგლებში გზის საფარი მოეწყობა 3,4 კმ-იან გზის მონაკვეთზე შემდეგ ქუჩებზე: kıbrıs escort
✔️ბესიკის ქუჩა;
✔️კოლხეთის ქუჩა;
✔️შალვა ამირანაშვილის ქუჩა;
✔️ალექსანდრე მოწერელიას ქუჩა;
✔️ფაზისის ქუჩა;
✔️მემედ აბაშიძის ქუჩა;
✔️ქორქიას ქუჩა;
✔️ქორქიას ჩიხი;
✔️კოკაიას ქუჩა. „მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ფოთის მუნიციპალიტეტში გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.ამჯერად ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. წყალარინების პროექტის განხორციელებამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ფოთში აღარ იარსებებს ქუჩა, რომელზეც გზის საფარის პრობლემა გვექნება და მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს. ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს 4 ქუჩის ( თამარ მეფის, ბერდიანსკის,თავდადებულის, იერუსალიმის) რეაბილიტაციაზე განაცხადა ფოთის მერმა.
პარალელურად, ფოთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტი 4 ქუჩაზე -(აკაკის, რეკვავას,ჭავჭავაძის,წმინდა გიორგის) 7,2 კმ გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, რისთვისაც 8 285 296 ლარი იხარჯება.