✔️კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთის მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, ამუშავებენ ავტობუსებს , რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება უსაფრთხო იყოს მგზავრებისთვის. kilis escort
✔️ „ მაქსიმალურად ვცდილობთ, მივიღოთ უსაფრთხოების ყველა ზომა და შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით და ლოკაციებზე. მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. ის, რომ დღეს საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურებაა. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს ყველა მოთხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული”-განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
✔️მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება. დეზინფექცია ჩაუტარდება მრავალბინიან კორპუსებს, აგრარულ ბაზარს, საბავშვო და ბაგა-ბაღებს, დახურულ და ღია სივრცეებს.