ფოთი შავი ზღვის საერთაშორისო მხატვართა არტპლენერს მასპინძლობს. მასში 19 მხატვარი მონაწილეობს. პლენერი ღია ცის ქვეშ ფოთის სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდება. პლენერის დასრულების შემდეგ მოეწყობა შემაჯამებელი დასკვნითი გამოფენა,რომელზეც წარმოდგენილი იქნება მხატვრების მიერ პლენერზე შექმნილი ნამუშევრები. პლენერში მონაწილე მხატვრებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია,საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა შეხვდნენ.ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხატვრებს მადლობა გადაუხადეს პროექტში ჩართულობისთვის.
✔️„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მსგავსი ტიპის პლატფორმის შექმნა ადგილობრივი მხატვრებისათვის, სადაც მათ აქვთ საშუალება უცხოელ კოლეგებთან ერთად იმუშაონ, გაიზიარონ შემოქმედებითი სიახლეები და ასევე, გაეცნონ თანამედროვე მხატვრობაში არსებულ ტენდენციებს. პლენერის ფარგლებში მხატვრები 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე შექმნიან ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს“ -განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ. kırklareli escort
▶️პლენერი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანი მხატვრების გამოცდილების გაზიარება და შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობაა.