დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთაოთ მსოფლიო” ფოთის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
პანდემიის გამო, დასუფთავების აქცია ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მცირე ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპი-ების თანამშრომლებმა.
საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მყარი ნარჩენებისაგან დასუფთავდა კუნძულის სანაპირო ზოლი და მალთაყვის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორია.
კამპანია ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ.