ფოთში შავი ზღვის აუზის ქვეყნების ,,მხატვარ-მარინისტთა ” საერთაშორისო არტ-პლენერი, ხელოვანთა პარკში, გამოფენით დასრულდა.
საერთაშორისო არტ-პლენერის შემაჯამებელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20 ქართველი მხატვრის 60-მდე ნამუშევარი. პლენერის ფარგლებში გამოიცემა კატალოგი, სადაც წარმოდგენილი იქნება პლენერის მონაწილე მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები. კატალოგში შევა იმ მხატვართა ნამუშევრებიც, რომელთაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ვერ შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა.
ღონისძიებას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში – დავით ფაცაცია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პლენერი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების მიზანი ქალაქის კულტურულ-სახელოვნებო ცხოვრების ხელშეწყობა და ფოთის, როგორც მთავარი საზღვაო ქალაქის პოპულარიზაციაა.