არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და პროექტს „ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა“ ახორციელებს.
🔸პროექტის ფარგლებში იქმნება სრულიად ახალი, ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ოცამდე ფოთელ ახალგაზრდას საშუალებას აძლევს, აიმაღლონ ცნობიერების დონე ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის წახალისებასა და სათემო პრობლემების კვლევის აქტუალიზებას.
🔸„ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა“ რამდენიმე სასწავლო მოდულისაგან შედგება და მოიცავს პრაქტიკულ დავალებებსაც, სასწავლო კურსის შემდეგ კი – წარმატებული მონაწილეები გაივლიან სტაჟირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
🔸პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა“ ხორციელდება „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის ფარგლებში.