▶️ 27 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ თარიღთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ,საკრებულოს თავმჯდომარესთან ბექა ვაჭარაძესთან და მოადგილეებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
▶️ “უდიდესი დანაკლისი განვიცადეთ ქართველებმა და აფხაზებმა ამ ომში. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი სახლმწიფოებრიობის გადარჩენისთვის მებრძოლ და დაღუპულ გმირებს. მათ ქვეყნის ერთიანობას და სამშობლოს სიყვარულს სიცოცხლე შესწირეს.ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ომში დაღუპულთა ოჯახებს”-განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
▶️ ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მოსახენიებელი პანაშვიდი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღასრულა.