1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა!
✔ამ თარიღთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ბექა ვაჭარაძემ, ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
✔”1993 წლის 27 სექტემბერი ჩვენი საერთო ტრაგედიაა. ჩვენი ვალდებულებაა ყველა თაობის წარმომადგენელს გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ ჩვენ გმირებს და ყველაფერი გავაკეთოთ როგორც ქვეყნის დეოკუპაციისთვის ასევე საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.” განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
✔ასევე ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში აღესრულა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მოსახსენებელი პანაშვიდი.
![27 სექტემებერი სოხუმის დაცემის დღე!](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/09/120315879_3717142938298659_3142352615937378104_o.jpg)