1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა!
✔ამ თარიღთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ბექა ვაჭარაძემ, ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
✔”1993 წლის 27 სექტემბერი ჩვენი საერთო ტრაგედიაა. ჩვენი ვალდებულებაა ყველა თაობის წარმომადგენელს გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ ჩვენ გმირებს და ყველაფერი გავაკეთოთ როგორც ქვეყნის დეოკუპაციისთვის ასევე საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.” განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
✔ასევე ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში აღესრულა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მოსახსენებელი პანაშვიდი.