ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიტაე-სიცოცხლისათვის” ორგანიზებით ევროკავშირის პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის ფარგლებში ადვოკატირების შეხვედრა – სემინარი გაიმართა.
✅სემინარი ექსპერტ-კონსულტანტმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა ეკატერინე სანიკიძემ გამართა.შეხვედრის მთავარ მიზანს კიბოს კონტროლის გაძლიერებაში გადაწყვეტილების მიმღები პირების, სახელმწიფო სტრუქტურების, საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის მოპოვება, ადვოკატირება-კომუნიკაციისა და საზოგადოების მობილიზების სტრატეგიის გაცნობა წარმოადგენდა. სემინარის ფარგლებში დაისახა ურთიერთთანამშრომლობისა და საქმიანობის სამომავლო გეგმები.