✔️ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნების და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, საპარკო სკამების, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა. პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე – მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა.
▶️რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ნუკრი ხასიასთან ერთად გაეცნო.
▶️სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 819 427 ლარს შეადგენს.
▶️ფოთის ცენტრალურ პარკში მრავალწლიანი, უნიკალური ჯიშების საზღვარგარეთიდან ჩამოტანასა და პარკის განაშენიანებაზე ზრუნავდა ფოთის ქალაქის თავი ნიკო ნიკოლაძე. აღდგენითი სამუშაოების შემდეგ ფოთის ცენტრალური პარკი ფოთელთათვის თავშეყრის, კულტურული და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მთავარი ადგილი იქნება.