27 სექტემბერი დიდი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა. საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 177 წლისთავის აღსანიშნავად ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნიკო ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
✔️ევროკავშირის პროექტის -,,საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის ფარგლებში, ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე დოკუმენტური ფილმი შეიქმნა. ფილმის „დროსგასწრებული მამულიშვილი“ პრეზენტაცია ფოთის საზოგადოების წინაშე ჰიდროგრაფიული სამსახურის ეზოში შედგა. ნიკო ნიკოლაძის ღვაწლის უკვდავსაყოფად, მისი პუბლიცისტიკის პოპულარიზაციის მიზნით, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებისა და გერონტი (ჯუკა) კუხალეიშვილის ფონდის მიერ ნიკო ნიკოლაძის – “უცნობი ნაცნობი“, ნიკო ნიკოლაძის წერილები „სომხურ-ქართული ურთიერთობანი 1893-1898 წლებში“ გამოიცა. აქვე შედგა ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მიძღვნილი წიგნის ,,ფაზისიდან ფოთამდე“( რედაქტორი: გიორგი ფარეშიშვილი) პრეზენტაცია. ღონისძიების სტუმრებს მხატვარ ოთარ იმერლიშვილის მიერ, წიგნისთვის „ფაზისიდან ფოთამდე“ შექმნილი 20 მინიატურის დათვალიერების საშუალებაც მიეცა.