✅ რა კეთდება ფოთელებისთვის
2013-2020 წლები
✅ ინფრასტრუქტურა
🔹 განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია 24-საათიანი წყალმომარაგებით;
🔹 სრულად რეაბილიტირდა მდინარე რიონის წყალგამყოფი ჰიდროკვანძი;
🔹 დაიწყო ფოთის წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა;
🔹 იგეგმება მდ. რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა;
🔹 იგეგმება ქალაქის შემოვლითი საავტომობილო გზისა და სარკინიგზო ხაზის მშენებლობა;
🔹 დაგეგმილია ქალაქ ფოთის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია;
🔹 დაწყებულია რეკვავას, წმ.გიორგისა და აკაკის, ხოლო იგეგმება ჭავჭავაძის, ბერდიანსკის, თამარ მეფის, დემეტრე თავდადებულის, იერუსალიმის, მემედ აბაშიძის, ბესიკის, ფაზისის, ქორქიას, ფალიაშვილის, სააკაძის, ნინოშვილის, კ.გამსახურდიას, გორგასლის ქუჩებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია;
🔹 დაიგო 1 744 მეტრი სიგრძის ახალი გზა ბარათაშვილის ქუჩიდან მალთაყვის ბულვარამდე;
🔹 რეაბილიტირდა ტროტუარები რუსთაველის რკალზე, აღმაშენებლის, ფარნავაზ მეფისა და კოსტავას ქუჩებზე;
🔹 მიმდინარეობს სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ავტოპარკის მშენებლობა, ქალაქს ექნება 10 ახალი ავტობუსი;
🔹 მიმდინარეობს კუნძულის სანაპირო ზოლის მშენებლობა და კეთილმოწყობა;
🔹 კეთილმოეწყო ნაგავსაყრელი;
🔹 გაიწმინდა მდინარე კაპარჭის 3 700-მეტრიანი ზოლი;
🔹 მდ.რიონის ცენტრალური არხი გაიწმინდება დანალექი შლამისა და ნატანისაგან;
🔹 მიმდინარეობს ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია;
🔹 ქალაქ ფოთის მთელს ტერიტორიაზე გარე განათების მოძველებული და ამორტიზებული ნათურები ჩანაცვლდა ახალი, LED სანათებით;
🔹 აშენდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ფოთის სამსახურის ადმინისტრაციული ცენტრის შენობა;
🔹 მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია;
🔹 გადაიხურა 200 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი;
🔹 აშენდა ერთი და რეაბილიტირდა 4 სატუმბი სადგური, მოეწყო სანიაღვრე არხები;
🔹 კეთილმოეწყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების 84 ეზო, იგეგმება კიდევ 18 ეზოს კეთილმოწყობა;
🔹 ფოთში გაზიფიცირდა 17 000-მდე აბონენტი;
🔹 რეაბილიტირდა ფოთის შუქურა – სანავიგაციო კონსტრუქცია, რომელიც ისტორიული ნაგებობაა;
🔹 ფოთში კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ნავმისადგომს;
🔹 ფოთში აშენდა გემთსარემონტო სახელოსნო, გემების დროებითი განთავსების მოედანი და გემების ამოსაღები ესტაკადა;
🔹 საქართველოს ისტორიაში პირველად დაიწყო საქართველოს საზღვაო სივრცის ქაღალდისა და ელექტრონული რუკების წარმოება;
🔹 საქართველოს პორტები პირველად აღიჭურვა საქართველოში წარმოებული მცურავი სანავიგაციო ნიშნებით;
🔹 დაინერგა ზღვაზე უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ნავიგაციური ტელექსის NAVTEX სისტემა;
🔹 საქართველო გახდა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის – IHO სრულუფლებიანი წევრი;
🔹 საქართველო გახდა საერთაშორისო შუქურების ორგანიზაციების ასოციაციის ნაციონალური წევრი;
✅ სოფლის მეურნეობა
🔹 სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა ერთი და გაფართოვდა 8 აგროსაწარმო;
🔹 შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 82-მა პირმა;
🔹 ფუნქციონირებს ერთი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;
🔹 დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 2 პროექტი.
✅ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში:
🔹 მხარი დაეჭირა 2 მასშტაბური საწარმოს შექმნას: • ინვესტიცია – 27 მლნ ლარი; • დასაქმდა 1700 ადამიანი.
🔹 შეიქმნა ერთი სასტუმრო, ხოლო მიკრო- და მცირე მეწარმეობის მიმართულებით: • მხარი დაეჭირა 21 პროექტს; • ბენეფიციარი – 31 მოქალაქე; • ინვესტიცია – 245 ათას ლარამდე.
✅ დევნილთა მხარდაჭერა
🔹 ფოთში ბინა გადაეცა 393 დევნილ ოჯახს.
🔹 ფოთში სახელმწიფომ 310 დევნილი ოჯახისათვის შეისყიდა სახლი სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით;
✅ ჯანდაცვა
🔹 ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 2018 წელს გადაეცა ახალი ადმინისტრაციული შენობა;
🔹 ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი;
🔹 ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქისთვის მკურნალობა სრულიად უფასოა;
🔹 გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება.
✅ განათლება
🔹 ფოთში მიმდინარეობს ყოფილი პროფესიული სასწავლებლის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ათასზე მეტ სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს საერთაშორისო დონის პროფესიული განათლება საზღვაო სფეროში. დაწესებულება ბათუმის საზღვაო აკადემიის ბაზაზე იფუნქციონირებს;
🔹 საზოგადოებრივი კოლეჯი ფაზისი აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; მოეწყო ინოვაციური ტექნოლოგიური ლაბორატორია. სსიპ – კოლეჯი ,,ფაზისის“ ბაზაზე მიმდინარეობს სახელოსნოების მშენებლობა;
🔹 ფოთში განხორციელდა საჯარო სკოლების რეაბილიტაციის 46 პროექტი;
🔹 ცენტრალური გათბობის სისტემით აღჭურვილია მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა;
🔹 ცენტრალიზებული ინტერნეტით აღიჭურვა ფოთის 8 სკოლა;
🔹 სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო სახელმძღვანელოებით;
🔹 შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებულია 11 საჯარო სკოლა;
🔹 საჯარო სკოლებში, მოსწავლეთა პროფესიული უნარების განვითარების მიზნით განხორციელდა 9 პროექტი;
🔹 აშენდა ერთი და რეაბილიტირდა 8 საბავშვო ბაღი, იგეგმება ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა.
✅ სპორტული ინფრასტრუქტურა
🔹 საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით გაიხსნა ფოთის სარაგბო კომპლექსი – „პარკი-არენა“. ბაზაზე განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი: ► 2 500 მაყურებელზე გათვლილი ბუნებრივსაფარიანი მოედანი; ► 500 მაყურებელზე გათვლილი ხელოვნურსაფარიანი მოედანი.
🔹 მიმდინარეობს მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა;
🔹 მიმდინარეობს ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა;
🔹 აშენდა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ბაზა;
🔹 რეაბილიტირდა ხელბურთისა და კრივის დარბაზები და მინი- სპორტული მოედნები;
🔹 მოეწყო 30 მინი- სპორტული მოედანი;
🔹 იგეგმება კაუჩუკის საფარიანი სკალათბურთო მოედნის მოწყობა.
✅ სახელმწიფო სერვისები:
🔹 ფოთში გაიხსნა იუსტიციის სახლი;
🔹 გაიხსნა ქორწინების დარბაზი;
🔹 აშენდა, კეთილმოეწყო და ტექნიკურად გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ოფისი.
✅ საპოლიციო ინფრასტრუქტურა
🔹 ფოთში გარემონტდა დროებითი მოთავსების იზოლატორი;
🔹 განახლდა პოლიციის ავტოპარკი.
✅ აშშ-მ საქართველოს სანაპირო დაცვას გადმოსცა „აილენდის“ კლასის 2 ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“.
✅ კულტურა და ტურისტული ინფრასტრუქტურა
🔹 დასრულდა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი;
🔹 მარტოწყალის ტბაზე ეწყობა დასასვენებელი და სათევზაო ინფრასტრუქტურა;
🔹 მიმდინარეობს ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია;
🔹 მოეწყო დაძმობილებული ქალაქ ოსტომარის სახელობის სკვერი;
🔹 სრულად რეაბილიტირდა ნიკო ნიკოლაძის კოშკი;
🔹 მიმდინარეობს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და სამხატვრო სკოლის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია.