ქალაქ ფოთში სრულდება 6 საბავშვო ატრაქციონის მოწყობა. უახლოეს მომავალში დაიწყება ასევე 13 ატრაქციონის მონტაჟი.
🔸ქალაქის მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, დამატებით 4 ატრაქციონის შეძენა-მონტაჟზე გამოცხადდა ტენდერი.
🔸მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
📢„მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, იმისათვის რომ ყველა პატარას ჰქონდეს გასართობი სივრცე სახლთან ახლოს. ვფიქრობ, ასევე საჭიროა რამოდენიმე ადგილზე მასშტაბური გასართობი სივრცის მოწყობაც. მნიშვნელოვანია თქვენი იდეები ამ თემასთან დაკავშირებით”. განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ბექა ვაჭარაძემ.