ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება.
✔️მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი და მცირე საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით. ცალკე განთავსდება ფიტნესდარბაზი. სპორტულ კომპლექსში ეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის. განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.
✔️სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. სამუშაო პროცესში 45 ადამიანია დასაქმებული.
✔️სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს