ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს.
ყველა არსებულ პროფესიას შორის მასწავლებლობა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე საპასუხისმგებლო საქმედ ითვლება. პედაგოგს ჩვენი მომავალი თაობათა აღზრდა და შესაბამისად ქვეყნის მომავალი, თითოეული მოსწავლის სულიერი და გონებრივი წვრთნა და პიროვნებად ჩამოყალიბება აკისრია. მასწავლებლობა ერთ-ერთი დაფასებული პროფესიაა. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი განხორციელდა, რათა მასწავლებლებს შესაფერისი სამუშაო გარემო და პირობები შექმნოდათ.
მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში, ჩვენმა პედაგოგებმა გამოიჩინეს უაღრესად დიდი მზაობა და პროფესიონალიზმი, რათა სასწავლო პროცესი ახალ, მანამდე უჩვეულო დისტანციურ რეჟიმში გაგრძელებულიყო. ვულოცავ საჯარო სკოლების, უმაღლესი და სხვა სასწავლო დაწესებულების პედაგოგებს, თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ დღესასწაულს. ვუსურვებ წინსვლასა და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.