✔️ფოთში, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის III სამმართველოს ბაზაზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია ჩატარდა, რომელსაც ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პოლკოვნიკი ზვიად კალატოზიშვილი და საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს უფროსი პოლკოვნიკი გიზო გულბაია ესწრებოდნენ.
▶️„დღეს აქ მყოფს არ შეიძლება სიხარულისა და სიამაყის გრძნობა არ დაგეუფლოს. მიხარია, რომ ქვეყანას ჰყავს ჯანსაღი სულის მამაცი ახალგაზრდა თაობა. ქართველი კაცისთვის არაფერია იმაზე ღირსეული, იდგეს ქვეყნის სამსახურში. დღეიდან თქვენც ამ ღირსების მატარებელი ხდებით. ჩვენ, ყველანი ჩვენი პოზიციებიდან სამშობლოს, მის დღევანდელობას და მომავლის მშენებლობას ვემსახურებით. თქვენისთანა ახალგაზრდები ხვალინდელი დღის იმედია. ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ერს საამაყო შვილები. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს სამხედრო სამსახურში და თქვენს მომავალ საქმიანობაში“ – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
✔️სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები ექვემდებარებიან, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. მოქალაქე, რომელიც მიიღებს შეტყობინებას გამწვევ კომისიაზე გამოცხადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ, ვალდებულია, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს შესაბამის სამსახურში.
✔️შეგახსენებთ, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე. გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 12 თვეს.