მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-17 რიგგარეშე სხდომა.
✍️საკრებულომ მიიღო განკარგულება, რომლის შესაბამისად მიეცა თანხმობა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისათვის შესყიდული ავტობუსების მიღების მიზნით გააფორმოს ხელშეკრულება „სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან“ და ამ მიზნით ფონდიდან აიღოს 917,508 ევროს ოდენობის სესხი და მიიღოს პროექტის გრანტის ნაწილი 165,151 ევროს ოდენობის ქონება, უსასყიდლო გრანტის სახით. ფონდი ხელშეკრულების შესაბამისად გადმოსცემს ქალაქს 10 სამგაზვრო ავტობუსს და მის სათადარიგო ნაწილებს. პროექტის განხორცილების საორიენტაციო პერიოდია 1 წელი (კონტრაქტის გაფორმებიდან). გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ფონდი მუნიციპალიტეტს გაუწევს დახმარებას კორპორატიული განვითარების პროგრამის და სატრანსპორტო რეფორმის მომზადებისათვის.
✍️დადგენილების შესაბამისად, შევიდა ცვლილება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში და ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვისა, ასევე თავისი ფუნქციების შესრულების მიზნით დაემატა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას.