ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
✔ პროექტის დასრულების შემდეგ, ახალი კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
🔵 სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზის მშენებლობას.
🔶 პროექტში გათვალისწინებულია კალათბურთის, მინი ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნების მოწყობა.
✅ სპორტულ კომპლექსში მოეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.
📍 პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 14.5 მილიონი ლარია.
✅მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია , ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია,საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი გაეცნენ.
#ინფრასტრუქტურა2020
![ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/10/120818031_3533163690073015_2180448186067519785_o.jpg)