✔️ფოთში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. დეზინფექცია ჩატარდა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და კულტურის (ა)აიპებში შემავალ სკოლებსა და დაწესებულებებში.
🔹სამუშაოების მიმდინარეობას ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა გაეცნო. „ფოთში ვაგრძელებთ საპრევენციო ღონისძიებების გატარებას. ეს პროცესი გაგრძელდება სისტემატურად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, მათივე უსაფრთხოებისთვის, გაითვალისწინონ რეკომენდაციები. რაც უფრო დავიცავთ ამ მოთხოვნებს, მით უფრო დაბალი გვექნება გავრცელება. წესების დაცვით, პირბადის ტარებით, დისტანციით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას და მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები. მოქალაქეების მხარდაჭერა კი უმნიშვნელოვანესია ამ პროცესში“ – განაცხადა მერის მოადგილემ.
🔹მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება. რეკომენდაციების დაცვის კონტროლს შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ.