📣 ფოთში ახალი შემოვლითი გზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ფოთის ნავსადგურში გაზრდილმა ტვირთბრუნვამ ფოთში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოების, პირველ რიგში კი, ახალი გზების მშენებლობის საკითხი წამოჭრა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დასახლებული უბნების გვერდის ავლით აშენდეს საავტომობილო გზა, რომელიც ნავსადგურს, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ეკონომიკური გაფორმების ზონასა და სხვა ტერმინალებს დაუკავშირდება.
🔹საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადდა ტენდერი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის “სენაკი-ფოთი-სარფის ს/გზის 30.კმ-ე ფოთის პორტთან (ხობის ქუჩის გავლით) მისასვლელები“ საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების ან/და ფოთის ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომსახურებაზე.
🔹ამის პარალელურად, ქალაქ ფოთის შემოსასვლელში მდინარე რიონზე, აზიის ბანკის დაფინანსებით, მიმდინარეობს 431 მ. გადასასვლელი ხიდისა და ორკილომეტრიანი მისასვლელი გზის მშენებლობა, რომელიც E60-E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.
🔹ახალი გზების მშენებლობა განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას ქალაქის დასახლებულ უბნებში და ხელს შეუწყობს ეკოლოგიის დაცვას.
🔹საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფოთში 4 ცენტრალური ქუჩის – აკაკის, წმინდა გიორგის, ჭავჭავაძისა და რეკვავას ქუჩების რეაბილიტაციას აფინანსებს და ეს სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
🔹საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივლისის N1247 განკარგულებით, 5 ცენტრალური ქუჩის გამსახურდიას, ნინოშვილის, ფალიაშვილის, სააკაძისა და გორგასლის ქუჩების კეთილმოწყობაზე პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს.