🔹 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციებზე საბავშვო მოედნების მოწყობა მიმდინარეობს.
🔹„მომავალი თაობისთვის ჯანსაღი და სასიამოვნო გარემოს შესაქმენელად ქალაქში დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს ვაკეთებთ რამდენიმე ადგილას. ვცდილობთ, ჩვენი პატარებისთვის მეტი ასეთი ადგილი გვქონდეს ქალაქში. ეს მიმართულება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება იმისათვის, რომ ყველა პატარას გასართობი სივრცე სახლთან ახლოს ჰქონდეს. ვფიქრობთ ასევე რამდენიმე ადგილზე მასშტაბური გასართობი სივრცის მოწყობასაც” – განაცხადა ფოთის მერმა.
🔹მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 13 ლოკაციაზე საბავშვო მოედნის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში დეკორატიული ფორმის ატრაქციონები დამონტაჟდება.
2020 წელს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში , საერთო ჯამში, საბავშვო მოედნების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 305 000 ლარი დაიხარჯება.