🔹 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციებზე საბავშვო მოედნების მოწყობა მიმდინარეობს.
🔹„მომავალი თაობისთვის ჯანსაღი და სასიამოვნო გარემოს შესაქმენელად ქალაქში დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს ვაკეთებთ რამდენიმე ადგილას. ვცდილობთ, ჩვენი პატარებისთვის მეტი ასეთი ადგილი გვქონდეს ქალაქში. ეს მიმართულება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება იმისათვის, რომ ყველა პატარას გასართობი სივრცე სახლთან ახლოს ჰქონდეს. ვფიქრობთ ასევე რამდენიმე ადგილზე მასშტაბური გასართობი სივრცის მოწყობასაც” – განაცხადა ფოთის მერმა.
🔹მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 13 ლოკაციაზე საბავშვო მოედნის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში დეკორატიული ფორმის ატრაქციონები დამონტაჟდება.
2020 წელს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში , საერთო ჯამში, საბავშვო მოედნების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 305 000 ლარი დაიხარჯება.
🔹ფოთის ყველა სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი განახლდა. სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.
🔹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია მოადგილესთან, პაატა ლაგვილავასთან და ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელთან, მაკა ზარანდიასთან ერთად, საბავშო-ბაღებს ესტუმრა და სასწავლო პროცესის დაწყებას გაეცნო.
🔹„ფოთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა იმ ინვენტარით, რაც საჭირო და აუცილებელია პანდემიის პირობებში სწავლის განახლებისთვის. სანამ პროცესი განახლდებოდა, ჩვენ შევამოწმეთ, რამდენად ზუსტად იყო ბაღებში დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციები. პირველ რიგში, ეს იმისთვის კეთდება, რომ ვირუსის გავრცელებას მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი, ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა აღსაზრდელმა და ყველა მშობელმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მშობლებს, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები და გაგებით მოვეკიდოთ დაწესებულ შეზღუდვებს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვირუსმა ხელი ვერ შეუშალოს ჩვენი შვილების სწავლას და ყოველდღიური ნორმალური ცხოვრებისკენ დროზე შემობრუნებას. მხოლოდ ასე, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, დავამარცხოთ covid-19. მინდა დავამშვიდო ყველა, მშობლებიც, მასწავლებლებიც და ჩვენი ქალაქის ყველა მცხოვრები, რეკომენდაციების შესრულების კონტროლს ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელებთ არა მარტო სააღმზრდელო დაწესებულებებში, არამედ მთელს რეგიონში, ეს ყველას საერთო ინტერესია“ – განაცხადა ქალაქის მერმა.
🔹მუნიციპალიტეტის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება რეგულარულად. ვირუსის საპრევენციოდ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.
🔹ახალი სასწავლო წლისათვის ფოთის 15 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში 1 700-მდე აღსაზრდელი ირიცხება.
🔹 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციებზე საბავშვო მოედნების მოწყობა მიმდინარეობს.
🔹 „მომავალი თაობისთვის ჯანსაღი და სასიამოვნო გარემოს შესაქმენელად ქალაქში დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს ვაკეთებთ რამდენიმე ადგილას. ვცდილობთ, ჩვენი პატარებისთვის მეტი ასეთი ადგილი გვქონდეს ქალაქში. ეს მიმართულება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება იმისათვის, რომ ყველა პატარას გასართობი სივრცე სახლთან ახლოს ჰქონდეს. ვფიქრობთ ასევე რამდენიმე ადგილზე მასშტაბური გასართობი სივრცის მოწყობასაც” – განაცხადა ფოთის მერმა.
🔹მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 13 ლოკაციაზე საბავშვო მოედნის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში დეკორატიული ფორმის ატრაქციონები დამონტაჟდება.
2020 წელს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში , საერთო ჯამში, საბავშვო მოედნების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 305 000 ლარი დაიხარჯება.