✅ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, 9 სხვადასხვა ლოკაციაზე მინი- სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს.
🔹“ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტული და დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა. იმისათვის, რომ ბავშვები, ახალგაზრდები უფრო მეტად დაიტვირთონ სპორტული აქტივობებით, საჭიროა მეტი კომფორტული და მოწესრიგებული მოედანი. მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაციას ჩავუტარებთ 13 მინისტადიონს, რაც ადგილობრივ მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ მოედნებზე გამართონ შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მუნიციპალიტეტი მომავალ წელსაც აქტიურად განაგრძობს მსგავსი პროექტების განხორციელებას და კიდევ უფრო მეტი სპორტული სივრცე მოწესრიგდება” – განაცხადა ფოთის მერმა.
✅მინისტადიონების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდფან 600 000 ლარი დაიხარჯება.
✅ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მოეწყო ევროსტანდარების შესაბამისი სარაგბო ბაზა, რეაბილიტირდა კრივის და ხელბურთის დარბაზები, აშენდა ფოთის საფეხბურთო ცენტრი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფოთის ცენტრალური სტადიონისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომლის სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
🔹მსგავსი პროექტების განხორციელება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება სპორტში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.