🔹კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით ამუშავებენ ავტობუსებს და სამარშუტო ტაქსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრების გადაადგილება იყოს უსაფრთხო.
✅ „ მაქსიმალურად ვცდილობთ, მივიღოთ უსაფრთხოების ყველა ზომა და შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივი თავშეყრის არაერთ ლოკაციაზე. მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ერთმანეთს და მკაცრად დავიცვათ წესები. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს ყველა მოთხოვნა მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული“ – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
🔹 მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება. რეკომენდაციების დაცვის კონტროლს შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ.