✅ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა მისამართზე სავარჯიშო მოედნების მოწყობას აგრძელებს. თითოეულ ლოკაციაზე კაუჩუკის მოედანზე 10 ერთეული სავარჯიშო ტრენაჟორი მონტაჟდება.
🔹„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. შესაბამისად, ფიტნესზონებს და სპორტულ სივრცეებს აქტიურად ვაწყობთ. მოხარული ვართ, რომ მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყენებს ჩვენ მიერ მოწყობილ სივრცეებს. საერთო ჯამში კი, მიმდინარე წელს 14 ასეთი ზონა გვექნება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 240 000 ათასი ლარი დაიხარჯება. სპორტული კონსტრუქციების დამონტაჟების პროექტი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა“ – განაცხადა ფოთის მერის მოადგილემ.
✅ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: მოეწყო ევროსტანდარების შესაბამისი სარაგბო ბაზა, რეაბილიტირდა კრივის და ხელბურთის დარბაზი, აშენდა ფოთის საფეხბურთო ცენტრი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფოთის ცენტრალური სტადიონისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომლის სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
✅მსგავსი პროექტების განხორციელება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება სპორტში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.