ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნებისა და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა. პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე-მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა.
სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილესთან, ლუდუკ ხასიასთან და პირველ მოადგილესთან,კონსტანტინე თოფურიასთან ერთდ გაეცნო.
“ფოთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი პროექტია ფოთელებისათვის. რეაბილიტაციის შემდეგ პარკი დასასვენებლად საუკეთესო ადგილი იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული სკვერის რეაბილიტაცია და განახლება, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე გვქონდეს და ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მყუდრო და სასიამოვნო გარემოში გაატარონ დრო” – განაცხადა ფოთის მერმა.
ფოთის ცენტრალურ პარკში მრავალწლიანი, უნიკალური ჯიშების საზღვარგარეთიდან ჩამოტანასა და პარკის განაშენიანებაზე ზრუნავდა ფოთის ქალაქის თავი ნიკო ნიკოლაძე.
პროექტის ღირებულება 1 მლნ 819 ათასი ლარია.