ფოთში, პროფესიული კოლეჯი „ფაზისის“ ტერიტორიაზე პროფესიული სწავლების სახელოსნოები შენდება.
🔹 ავტომობილის ძრავისა და სავალი ნაწილის შეკეთების და შედუღების შესასწავლად საჭირო სახელოსნოების მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. სახელოსნოების აშენების მიზანი სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლის შესაძლებლობის მიცემაა – სასწავლო პროგრამისა და პროფესიის წარმატებით დაუფლებისთვის.
✅ საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
✅ სახელმწიფო სრულად აფინანსებს სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლას, ასევე ნაწილობრივ კერძო კოლეჯებში სწავლას პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
✅ პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალია და მზარდი.
![ფოთში, პროფესიული კოლეჯი „ფაზისის“ ტერიტორიაზე პროფესიული სწავლების სახელოსნოები შენდება](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/10/122595731_3587742541281796_1413764557560925228_o.jpg)