ალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 4 (აკაკის, წმ.გიორგის, ჭავჭავაძის, რეკვავას ქუჩები) ქუჩაზე რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. გამოცხადებულია ტენდერი კიდევ 12 ქუჩის რეაბილიტაციაზე.
🔹„ფოთში აქტიურად ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ფოთში აღარ იარსებებს ქუჩა, რომელზეც გზის საფარის პრობლემა იქნება და მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს. ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება” – განაცხადა ფოთის მერმა.
🔹განახლებული და მოწესრიგებული გზები მნიშვნელოვანია მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილების თვალსაზრისით, ამ მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტში 18 მილიონი ლარი იხარჯება. გარდა ამისა, ქალაქში გრძელდება საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები. დღემდე ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობაც. მასშტაბური სამუშაოების დასრულების შემდეგ, 55 ათასზე მეტ ადამიანს არსებული პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდება და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.