ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 4 (აკაკის, წმ.გიორგის, ჭავჭავაძის, რეკვავას ქუჩები) ქუჩაზე რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. გამოცხადებულია ტენდერი კიდევ 12 ქუჩის რეაბილიტაციაზე.
🔹რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს.
🔹ფოთის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციისთვის 18 მილიონი ლარი იხარჯება.