ქალაქ ფოთში აქტიურად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის სამუშაოები, რომელსაც ფონდი “ქართუ” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.
🔹აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობას და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მხატვართა სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2, 8 მლნ ლარია.
🔹 სამხატვრო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელს, ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება, სადაც მხატვართა სახლი განთავსდება.