✅ქალაქ ფოთში უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობის და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
🔹„ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა სრულდება. სპორტულ ინფრასტრუქტურაში ეს არის ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ჩვენს ახალგაზრდებში. დარწმუნებული ვარ, არაერთ სპორტულ შეჯიბრებას ვუგულშემატკივრებთ ამ ახალ, თანამედროვე სტადიონზე და ჩვენს ფეხბურთელებთან ერთად ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ“ – განაცხადა ფოთის მერმა.
🔹პროექტის ფარგლებში შენდება ცენტრალური სტადიონის 2740 მაყურებელზე გათვლილი სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნა, დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მოწყობაც. ასევე, ტრიბუნის ქვეშ მოეწყობა გასახდელები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსოები, დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის, სამხრეთ ტრიბუნაზე კი დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედტაბლო.
🔹პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5.3 მლნ ლარია.