✅ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სატესტო რეჟიმში ორი ახალი საწარმო ამოქმედდა. შპს „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგ“-ისა და შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი“-ს საწარმოებში სამუშაო პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ფოთის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია, თიზ-ის გენერალურ დირექტორთან დავით ებრალიძესთან ერთად ადგილზე გაეცნენ.
🔹შპს „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგ“-მა ფოთის თიზში საწარმოს მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დაასრულა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო ღირებულებამ შეადგინა 3,5 მლნ ლარი. ამჟამად საწარმო სრულად მუშაობს იმპორტირებულ ნედლეულზე, რომლის ძირითადი ნაწილი შემოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხოლო საბოლოო პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება დსთ-ს ქვეყნებში (რუსეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი). მომავალში დაგეგმილია წარმადობის გაზრდა და ევროპის ქვეყნებში ექსპორტი.
🔹სტუმრებმა დაათვალიერეს შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი” საწარმო, რომელშიც უახლოეს მომავალში ელექტრონული მიკროსქემების, ინტეგრირებული სისტემების და სხვა ელექტრონული პროდუქტების წარმოება დაიწყება, რომელთა ექსპორტი განხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებსა და საუდის არაბეთში.
🔹 პირველ ეტაზე დაგეგმილია 20-მდე ადგილობრივის დასაქმება, რომელთა რაოდენობა საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდგომ 100-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 4 მლნ ლარს შეადგენს.
🔹 ასევე დაათვალიერეს ფოთის თიზ-ში მიმდინარე ინფრასტუქტურული განვითარების პროექტი, კერძოდ 3000 კვ.მ ფართობის საწყობის მშენებლობის პროცესი, სადაც თითქმის დასრულებულია მიწის მოსამზადებელი სამუშაოები. საწყობის მშენებლობა დასრულდება 2021 წლის დასაწყისითვის, რომელიც განკუთვნილი იქნება მშრალი ტვირთების დასასაწყობებლად. მიმდინარე წლის დეკემბერში ფოთის თიზ-ში, კიდევ ერთი ახალი, ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება, რომლის მშენებლობის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ლარს შეადგენს. ქარხანა 100 ადგილობრივ სპეციალისტს დაასაქმებს.