✔️ფოთში, მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
✔️პროექტის ფარგლებში მოეწყო საჩრდილობლები, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრები,პირსი.
✔️პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია როგორ სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების კუთხით.
✔️პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულა 66 801 ლარია.
![ფოთში, მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/11/123276701_3613467252042658_6702896897865520442_o.jpg)