ფოთში, მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო საჩრდილობლები, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრები,პირსი.
პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია როგორ სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების კუთხით.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულა 66 801 ლარია.
