2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები იქნა განხილული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია უძღვებოდა.
2021 წლის ბიუჯეტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, შემოსავლები და დასაფინანსებელი პროექტები მერიის სამსახურების ხელმძღვანელების მიერ იქნა განხილული. პრიორიტეტულ სფეროდ კვლავ ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის ჯანდაცვა რჩება.
2021 წლის ქალაქის ბიუჯეტი 20 მილიონ 485 ლარს შეადგენს. ძირითადი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოში დამტკიცებამდე საჯაროდ იქნება განხილული.
