🔹️ ფოთში სრულდება ცხრა მინი მოედნის რეაბილიტაცია და დამონტაჟდა ორი სპორტული ტრენაჟორი.
🔹️წლის ბოლომდე დამატებით რეაბილიტირდება სამი მინი მოედანი.
🔹️მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ათ ლოკაციაზე.
🔹️სამუშაოებს ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. “ვფიქრობ, ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტი უნდა იყოს ლოკალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა ეზოების კეთილმოწყობა, მინი მოედნების, ტრენაჟორების და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა. ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში შიდა კანალიზაციის მოწესრიგება და სახურავების კაპიტალური შეკეთება. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობა და მოსაზრებები ბიუჯეტის დაგგემვის პროცესში, რათა სწორად იქნას განსაზღვრული პრიორიტეტები.”- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ